გაეროს ბავშვთა ფონდის ვაკანსია ტრენინგ-კონსულტანტის თანამდებობაზე
გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF) აცხადებს ვაკანსიას არასრულწლოვანთა სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხებში ტრენინგ-კონსულტანტის თანამდებობაზე.
საერთაშორისო კონსულტანტის ძირითადი მოვალეობებია:
· გაუწიოს ტექნიკური დახმარება საქართველოს მთავრობასა და გაეროს ბავშვთა ფონდს (UNICEF-ს) სასწავლო მასალების სრულყოფაში ისეთ სპეციფიკურ საკითხზე, როგორიცაა მართლმსაჯულებასთან პრობლემების მქონე არასრულწლოვნები;
· უხელმძღვანელოს სასწავლო სემინარს არაბულ სახელმწიფოთა ლიგის (LAS-ის) იურისტებისათვის.
კონსულტანტს უმთავრესად დაევალება:
1. სწავლების არსისა და მეთოდოლოგიის განსაზღვრა LAS-ის იურისტთა მოთხოვნებისა და საჭიროებების შესაბამისად;
2. სასწავლო მასალებისა და პროგრამის შემუშავება;
3. სასწავლო სემინარის წარმართვა LAS-ის იურისტებისთვის მისაღებ დონეზე.
კონსულტანტის სპეციფიკური მოვალეობანი და საქმიანობის სფერო იქნება:
კონსულტანტი მჭიდროდ ითანამშრომლებს LAS-ისა და UNICEF-ის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოორდინატორთან. საკონსულტაციო მუშაობა გაგრძელდება 17 დღის განმავლობაში და მოიცავს საქართველოს გარე და ქვეყნის შიდა საქმიანობას.
საჭირო მოთხოვნები:
· კვალიფიციური უმაღლესი განათლება სამართალმცოდნეობის სპეციალობით;
· არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების განხორციელების კუთხით საადვოკატო საქმიანობაში მონაწილეობის გამოცდილება;
· ადვოკატებისათვის სასწავლო მასალების მომზადების გამოცდილება;
· სისხლის სამართლის სფეროში მოღვაწე ადვოკატებისათვის განკუთვნილ სწავლება-სემინარებში მონაწილეობის გამოცდილება;
· საუკეთესო საპრეზენტაციო უნარ-ჩვევები;
· გუნდში მუშაობის გამოცდილება;
· იდეებისა და მოსაზრებების გასაგებად და დამაჯერებლად გადმოცემის უნარი, წერილობით თუ ზეპირად;
· ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა (წერა-კითხვა);
· საერთაშორისო საზოგადოებაში მუშაობის გამოცდილება; სასურველია ცენტრალურ და აღმოსავლეთ ცენტრალურ ევროპასა და საქართველოში.
განაცხადი უნდა გაეგზავნოს UNICEF-ის წარმომადგენლობას ელექტრონულად მისამართზე: tkuchava@unicef.org. თემაში შემდეგი სათაურის მითითებით: ”არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება - მოზარდთათვის უფასო მომსახურების გამწევ ორგანიზაციებში მოღვაწე ადვოკატებისათვის გამიზნული სწავლება/სემინარი არასრულწლოვანთა უფლებების დაცვის კუთხით”.
საჭირო დოკუმენტები:
· სამოტივაციო წერილი და რეზიუმე (CV);
· გაეროს შევსებული P11 ფორმა (გადმოქაჩვა შესაძლებელია ბმულიდან: http://www.unicef.org/about/employ/index_apply.html);
· განცხადება, სადაც აღწერილი იქნება მომავალი სამუშაო გეგმის მონახაზი.
· ჯანმრთელობის ცნობა, რომელიც UNICEF-ის წარმომადგენლობის ხელმძღვანელ პირს უნდა წარედგინოს ხელშეკრულების გაფორმებისას.
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2009 წლის 9 დეკემბერი, დილის 11 საათამდე.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ
უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა სამსახურს მისამართზე:
ქ. ჩოლოყაშვილის 5, ოთახი 333,
ტელ: 899 21 16 70, 877 23 77 18
(ილ. ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შენობა)