ფსიქოლოგის ვაკანსია "SOS ბავშვთა სოფელში"
"SOS ბავშვთა სოფელი", ოჯახის გაძლიერების პროგრამის ფარგლებში, აცხადებს ვაკანსიას ფსიქოლოგის თანამდებობაზე ქ. თბილისში.
ძირითადი პასუხისმგებლობები:
• უზრუნველყოს ბენეფიციარი ბავშვების ფსიქოდიაგნისტიკა და მათთვის ინდივიდუალური განვითარების გეგმის შექმნა;
• უზრუნველყოს, ინდივიდუალური განვითარების გეგმის საფუძველზე, ბენეფიციარი ბავშვებისათვის ინდივიდუალური და/ან ჯგუფური თერაპიების ჩატარება (მათ შორის ხატვის, მუსიკისა და თამაშის თერაპია);
• უზრუნველყოს ოჯახის გაძლიერების პროექტის ბენეფიციარ ბავშვებთან და მშობლებთან ინდივიდუალური კონსულტაციის ჩატარება;
• უზრუნველყოს მშობელთა კლუბის შეხვედრების ორგანიზება/მოწყობა;
• ბავშვებისა და მშობლების ინტერესებიდან/საჭიროებებიდან გამომდინარე, უზრუნველყოს ფსიქოლოგიურ თემატიკაზე ტრენინგების დაგეგმვა და ჩატარება.
მოთხოვნები:
• აკადემიური განათლება ფსიქოლოგიურ და სოციალურ მეცნიერებათა დარგში (ფსიქოლოგიის ფაკულტეტი);
• ინდივიდუალური და ჯგუფური თერაპიების ჩატარებისა და ინდივიდუალური განვითარების გეგმით მუშაობის გამოცდილება;
• სამუშაო გამოცდილება (მინიმუმ 3 წელი).
საჭირო საბუთები:
• CV/ავტობიოგრაფია;
• სამოტივაციო წერილი;
• უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2010 წლის 15 ოქტომბერი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: (8 32) 29 47 11.