ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

ფსიქოლოგის თანამდებობა ბავშვებზე მზრუნველ ორგანიზაციაში "პირველი ნაბიჯი საქართველოში"

"პირველი ნაბიჯი საქართველო", შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებზე მზრუნველი ორგანიზაცია, აცხადებს კონკურსს ფსიქოლოგის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი.
სამუშაო დატვირთვა: ნახევარი განაკვეთი.

შინაარსი და სამუშაო სფერო: ფსიქოლოგი პროექტის ფარგლებში გაუწევს მომსახურებას 3-დან 18 წლამდე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს და მათ ოჯახებს. იგი ანგარიშვალდებული იქნება პროექტის მენეჯერთან.

სავალდებულო მოთხოვნები და კვალიფიკაცია:

•    უმაღლესი განათლება ფსიქოლოგიაში (ბავშვთა ფსიქოლოგია, კლინიკური ფსიქოლოგია);
•    2 - წლიანი სამუშაო გამოცდილება;
•    ტრენინგების ჩატარების გამოცდილება;
•    ინგლისური ენის ცოდნა;
•    საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
•    კარგი კომუნიკაციური და გუნდური მუშაობის უნარი.

 სასურველია: შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან მუშაობის გამოცდილება.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა გააგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათთან და სამოტივაციო წერილთან ერთად ელექტრონულ მისამართზე 2011 წლის 14 სექტემბრის ჩათვლით. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიცია.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის №32, ოთახი №C219 ტელ.: 229 47 11.

ბანერები