ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

ფინანსური მენეჯერისა და აუდიტის თანამდებობა შპს ,,ლაურელ ჯორჯიაში”

შპს "ლაურელ ჯორჯიას" საქმიანობის პროფილია სოფლის მეურნეობის პროდუქტების მოყვანა, გადამუშავება, საცალო და საბითუმო ვაჭრობა. კომპანია ფლობს სასოფლო-სამეურნეო სავარგულებსა და პროდუქციის გადამამუშავებელ საწარმოებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. კომპანიის სათაო ოფისი მდებარეობს თბილისში.

შპს "ლაურელ ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური მენეჯერისა და აუდიტორის თანამდებობაზე.

მოვალეობა და ამოცანები:
•    ფინანსური ინფორმაციის შეგროვება, გადამუშავება, ანგარიშების მომზადება და დირექტორთან წარდგენა;
•    კომპანიის ბიუჯეტის შედგენა და მართვა;
•    შიდა აუდიტორული საქმიანობის წარმოება;
•    ფინანსური და საბანკო ოპერაციების შესრულება;
•    ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებთან და საგადასახადო კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა;
•    კომპანიის ფინანსური რისკების შეფასება და მათზე დროული რეაგირება;
•    კომპანიის ბუღალტრული საქმიანობის კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
•    უმაღლესი განათლება ფინანსებსა და აუდიტში;
•    შესაბამის სფეროში მინიმუმ 1-წლიანი მუშაობის გამოცდილება;
•    საგადასახადო კოდექსის კარგი ცოდნა;
•    ძირითადი კომპიუტერული და ბუღალტრული პროგრამების ცოდნა;
•    ინგლისური და რუსული ენების ცოდნა; სასურველია თურქული ენის ცოდნაც.

პიროვნული თვისებები:
•    კომუნიკაბელურობა;
•    ანალიტიკური აზროვნება;
•    სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
•    დეტალებზე კონცენტრირება
•    პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

განაცხადის გაგზავნის ბოლო ვადაა 2011 წლის 30 სექტემბერი.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის №32, ოთახი №C219 ტელ.: 229 47 11.

ბანერები