ფინანსური მენეჯერის ვაკანსია
სადისტრიბუციო კომპანია აცხადებს ვაკანსიას ფინანსური მენეჯერის პოზიციაზე, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ფინანსების მართვის ყველა კომპონენტზე.
პროფესიული გამოცდილება:
• უმაღლესი ეკონომიკური განათლება;
• განათლება/ტრენინგები ბუღალტერიაში და ფინანსებში;
• მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება ფინანსებში;
• აუცილებელია საბუღალტრო პროგრამების ცოდნა;
• აუცილებელია ქართული საგადასახადო კოდექსის ცოდნა;
• ბუღალტერიის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
• Microsoft Office-ის პროგრამების ცოდნა;ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა, რუსული და ინგლისური - მომხმარებლის დონეზე.
პიროვნული თვისებები:
• გამოკვეთილი ანალიტიკური უნარი;
• ფინანსური პრინციპების ღრმა ცოდნა;
• კონკრეტული მიზნებისა და პრიორიტეტების დასახვის, დაგეგმვისა და პრობლემების გადაჭრის უნარ-ჩვევები;
• საკუთარი და დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლების სამუშაო გეგმის კოორდინირება და მონიტორინგი;
• ზუსტი და მოკლე ანგარიშების წარმოება და ძირითად საკითხებზე მიღებული ფინანსური გადაწყვეტილების დასაბუთება;
• გამოკვეთილი ადამიანური ურთიერთობების, მოლაპარაკებისა და დარწმუნების უნარ-ჩვევები;
• შეზღუდულ დროში ეფექტურად მუშაობის უნარი;
• შრომისმოყვარეობა;
• პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
ძირითადი მოვალეობები:
• ყოველდღიური ბუღალტრული ოპერაციების შესრულება და ზედამხედველობა;
• ტრანსაქციებისთვის საჭირო დოკუმენტების გამართულობის უზრუნველყოფა;
• საგადასახადო დეპარტამენტისთვის დეკლარაციების მომზადება/ჩაბარება;
• დირექტორატისთვის ფინანსური უწყისებისა და სხვა ინფორმაციის დროული მიწოდება;
• აუდიტორებთან თანამშრომლობა და პროცედურების კონტროლი;
• კომპანიის კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშების მომზადება;
• ბანკებთან ურთიერთობა;
• საწყობის კონტროლი.
ხელფასის ოდენობა დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებაზე და კვალიფიკაციაზე.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოგზავნონ თავისი რეზიუმე მისამართზე: vacancy.discom@gmail.com არა უგვიანეს 2009 წლის 26 ოქტომბრისა. გთხოვთ, მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით რეზიუმეს, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობების სამსახურს მისამართზე:
ქ. ჩოლოყაშვილის 5, ოთახი № 333.
ტ: 8 99 21 16 70; 8 77 23 77 18.
(ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შენობა).