ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი
არასამთავრობო ორგანიზაცია საერთო-სამოქალაქო მოძრაობა მრავალეროვანი საქართველო ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მიერ დაფინანსებული ორგანიზაციული განვითარების ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში აცხადებს კონკურსს მოხალისეთა მოზიდვისათვის.
პროექტის ფარგლებში მოხალისე დაკვებული იქნება ისეთი ხასიათის აქტივობებით, რომელიც მას შესძენს სპეციფიკურ მიზნობრივ ჯგუფთან (ეთნიკურ, რელიგიურ და ენობრივ უმცირესობებთან) კომუნიკაციისა და მუშაობის უნარს, ასევე ხელს შეუწყობს მის პიროვნულ განვითარებასა და უმცირესობებთან დაკავშირებულ საკითხებში უკეთ გარკვევის პროცესს.
მოხალისის უფლება-მოვალეობები:
• ორგანიზაციის მიზნობრივ ჯგუფებთან კომუნიკაციის დამყარება როგორც თბილისში, ასევე იმ რეგიონებში, სადაც ეთნიკური უმცირესობები კომპაქტურად არიან დასახლებულნი;
• ორგანიზაციის ყოველდღიურ საქმიანობაში ჩართულობა და სხვადასხვა ტიპის ღონისძიებების მომზადება-განხორციელებისათვის ხელშეწყობა;
• მრავალეროვანი საქართველოს მიერ განხორციელებული აქტივობების შესახებ ინფორმაციის მომზადება ორგანიზაციის გაზეთსა და ვებ-გვერდზე; შემდგომი განთავსებისათვის, ასევე ელ-ფოსტის მეშვეობით გავრცელებისათვის;
• მოხალისე უფლებამოსილია, გამოიჩინოს ინიციატივა და შესთავაზოს ორგანიზაციას საკუთარი ხედვა შესაბამის სფეროში განსახორციელებელი; აქტივობების თაობაზე; მათ შესახებ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, დაგეგმოს/განახორციელოს ისინი ორგანიზაციის თანამშრომელთა დახმარებით.
საქმიანობა არ შემოიფარგლება ზემოხსენებული აქტივობებით და დამოკიდებულია მოხალისის შესაძლებლობებზე, იდეებსა და დაინტერესებაზე.
შერჩეულმა მოხალისემ უნდა გასწიოს შესაბამისი შრომა ყოველკვირეულად, 15- საათიან სამუშაო რეჟიმში, 4 თვის განმავლობაში.
მოთხოვნები:
• კანდიდატებს არ მოეთხოვებათ შესაბამის სფეროში მუშაობის გამოცდილება, თუმცა შერჩევისას ყურადღება გამახვილდება აქტიურობასა და მოტივაციაზე.
პიროვნების ცოდნა და უნარები:
• გამართული ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი როგორც ქართულ, ისე რუსულ ენებზე, ასევე სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;
• საბაზისო საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
• მრავალამოცანიან სამუშაო რეჟიმში მუშაობის სურვილი და უნარი;
• სხვადასხვა კატეგორიის ადამიანებთან საერთო ენის გამონახვის უნარი;
• ადამიანებთან კონსტრუქციული ურთიერთობის უნარი;
• პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
• შემოქმედებითობა;
• პროცესსა და შედეგზე ორიენტირებულობა;
• გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
• დისციპლინირებულობა.
დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოგზავნონ რეზიუმე და სამოტივაციო წერილი შემდეგ მისამართზე:pmmg@caucasus.net, pmmg@pmmg.org.ge ან დაგვიკავშირდნენ ტელეფონზე:(+995 32)142029, (+995 32)180481 (იკითხეთ ალექსანდრა კალატოზიშვილი). წერილის სათაურში მიუთითეთ მოხალისის პოზიცია. საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2012 წლის 10 ივლისი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის დასაქმებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: 822 29 47 11.