ექსპორტის მენეჯერი
შპს "მეღვინეობა ხარება" აცხადებს ვაკანსიას ექსპორტის მენეჯერის თანამდებობაზე.
ძირითადი მოვალეობები:
• მოლაპარაკებების წარმოება საერთაშორისო ბაზრების იმპორტიორებთან და დილერებთან, კომპანიის პროდუქციის მიყიდვის ექსპორტის მიზნით;
• გაყიდული პროდუქციის მყიდველამდე მიწოდების სრული ტექნიკურ-ლოჯისტიკური და დოკუმენტალური მხარდაჭერა;
• უშუალო ხელმძღვანელის დავალებით გამოფენებში მონაწილეობის მიღება და იქ კომპანიის და მისი პროდუქციის წარდგენა;
• უშუალო ხელმძღვანელისთვის მისი საქმიანობის ანგარიშგებების წარდგენა დადგენილი პერიოდულობით და ფორმატით.
• ახალი კონკურსების იდენტიფიცირება და ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით პროდუქციის წარდგენა.
• პოტენციური და არსებული კლიენტების დროული ინფორმირება კომპანიის სიახლეების, ახალი პროდუქტის და მიმდინარე მიღწევების შესახებ.
• შესაბამის ასოციაციებთან და ორგანიზაციებთან მუდმივი ურთიერთობა და ინფორმაციის გაცვლა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
• აღნიშნულ სფეროში არანაკლებ 1 წლის გამოცდილება;
• საუკეთესო საკომუნიკაციო თვისებების ფლობა;
• ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (დამატებით სხვა უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
• საოფისე პროგრამების ცოდნა.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგზავნეთ CV ფოტოსურათით ელექტრონულ ფოსტაზე: info@winerykhareba.com არაუგვიანეს 2012 წლის 20 ივლისისა. გთხოვთ, განცხადებაში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის დასაქმებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: 822 29 47 11.