ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

ძვირფასო სტუდენტებო

ბანკი  რესპუბლიკა/ჯგუფი სოსიეტე ჟენერალი  გიწვევთ თავის ახალ პროექტში მონაწილეობის მისაღებად!

პროექტი სახელწოდებით "Innovations Lab" სპეციალურად სტუდენტებისთვის შეიქმნა და ინოვაციური აზროვნების, შემოქმედებითი უნარის წახალისებას ისახავს მიზნად.

თქვენ სხვადასხვა ფაკულტეტზე, სხვადასხვა მიმართულებით სწავლობთ, მაგრამ ყველა თქვენგანი სარგებლობს ბანკების მომსახურებით. ხშირად ისმენთ და კითხულობთ ბანკების აქციების და შეთავაზებების შესახებ და გაინტერესებთ, რა პროცესების შედეგად იქმნება საბანკო პროდუქტები და ყალიბდება კონკრეტულ შეთავაზებებად.

ბანკი რესპუბლიკა სწორედ ამ პროცესში ჩართვის უნიკალურ შანსს გაძლევთ!

ჩვენი მიზანია, თქვენი, ახალგაზრდა თაობის, კრეატიული აზროვნება, ბიზნეს-პროცესების თქვენებური ხედვა, თავისუფალი აზრები, ფანტაზია არ დარჩეს მხოლოდ მეგობრების წრეში გამართულ საუბრებად, თქვენს ბლოგებზე დაწერილ პოსტებად, ან სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატუსებად და ისინი პროფესიონალებმა მოისმინონ, დააფასონ და გაითვალისწინონ.

ბანკი რესპუბლიკა მოგიწვევთ ერთდღიან შეხვედრაზე ტრენინგ-ცენტრში, სადაც საკუთარი აზრების გაჟღერებისათვის გექნებათ კეთილგანწყობილი და კომფორტული გარემო. შეხვედრას გაუძღვებიან მოდერატორები, რომლებიც უზრუნველყოფენ ყველა მონაწილის მიერ თავის სათანადოდ წარმოჩენას. შეხვედრის ბოლოს ყველა თქვენგანს გადაეცემა სერტიფიკატი.

გამორჩეული იდეები კი დაჯილდოვდება დამატებითი პრიზებით.

დაინტერესდით? 2013 წლის 11 მარტამდე გამოგვიგზავნეთ თქვენი CV ელექტრონულ მისამართზე: career@republic.ge და სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ "Innovations Lab".

ჩვენ გავეცნობით თქვენს ბიოგრაფიას და შერჩეულ კანდიდატებს ჩაგიტარებთ მარტივ, სახალისო ტესტს.

პროექტში მონაწილეობა შეგიძლიათ ნებისმიერი ფაკულტეტის ყველა კურსის სტუდენტებს.

ბანერები