დიზაინერის ვაკანსია საქართველოს იუსტიციის სამინისტროში
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო აცხადებს კონკურსს მარკეტინგის სამმართველოში დიზაინერის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქციები-მოვალეობები:
• სამინისტროს სარეკლამო-საინფორმაციო, პოლიგრაფიული მასალების დაკაბადონება;
• კრეატიული დიზაინის შემუშავება;
• სტამბისთვის საბეჭდი ფაილების მომზადება;
• მუდმივი კოორდინაცია სტამბებთან, ბეჭდვით ვერსიაში ელ. ვერსიის შესაბამისი დიზაინის/ფერების შენარჩუნების მიზნით;
• გარე რეკლამისათვის ბილბორდების დიზაინის შემუშავება, ზომებში გადაყვანა და ა.შ.;
• ვებ გვერდისთვის პროდუქტის/სერვისების ბანერების დამუშავება;
• ვებ გვერდისთვის ფლეშ ბანერების მომზადება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
• სარეკლამო კომპანიაში დიზაინერად მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
• გრაფიკული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა: Corel, Photoshop, 3D Max, Adobe Illustrator, InDesign;
• საოფისე პროგრამების ცოდნა: Microsoft Office;
• შემოქმედებითი აზროვნება;
• ინიციატივა.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2011 წლის 21 მარტი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 219, ტელ.: 822 29 47 11.