ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

დისტრიბუტორის ვაკანსია სადისტრიბუციო კომპანია შპს "ჯორჯიან ალიანსი"-ში

სადისტრიბუციო კომპანია შპს "ჯორჯიან ალიანსი" (უკრაინული კომპანია "ობოლონი"-ს ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში) სამუშაოდ იწვევს 22-დან 40 წლამდე ენერგიულ, კომუნიკაბელურ, აქტიურ, პასუხისმგებლობის მქონე მამაკაცებს, რომელთაც აქვთ სურვილი იმუშაონ სადისტრიბუციო კომპანიაში დისტრიბუტორის თანამდებობაზე ქ. თბილისში.

მოთხოვნები:
•    უმაღლესი განათლება;
•     დისტრიბუტორად ან სუპერვაიზერად მუშაობის გამოცდილება - მინიმუმ 1 წელი (აუცილებელია);
•    კომუნიკაბელურობა;
•     ენერგიულობა;
•     ახალი ობიექტების ათვისების უნარი;
•     დეპოზიტზე შემოსატანი საგარანტიო თანხა 2,500 ლარიდან (აუცილებელია).

ჩვენი პირობები:
•    სარეალიზაციო პროდუქცია - ლუდი "ობოლონი", "ზიბერტი", "ოგნეტუშიტელი";
•    ანაზღაურება გამომუშავებით;
•    თანამდებობრივი წინსვლა;
•    მეგობრული კოლექტივი.

საჭირო საბუთები:
•    CV ფოტოსურათით.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2010 წლის 5 ნოემბერი.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: (8 32) 29 47 11.

ბანერები