ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

დისტრიბუტორის ვაკანსია კომპანიაში "ეიბისი"

კომპანია "ეიბისი" სამუშაოდ იწვევს ჰიგიენური პროდუქციის ბაზარზე შესაყვანად მამაკაცებს, რომელთაც აქვთ სურვილი იმუშაონ დისტრიბუტორის თანამდებობაზე ქალაქ თბილისში (2 ვაკანსია).

მოთხოვნები:
•    დისტრიბუტორად მუშაობის გამოცდილება (სასურველია ჰიგიენის განხრით);
•    კომუნიკაბელურობა და გამართული მეტყველება;
•    ახალი ობიექტების ათვისების უნარი;
•    სასურველია ERP სისტემასთან და Pocket PC-ით რეალიზაციის გამოცდილება;
•    მინიმალური ბუღალტრული განათლება საბუთებთან სამუშაოდ;
•    დეპოზიტზე შემოსატანი საგარანტიო თანხა 5,000 ლარი სავალდებულოა (საგარანტიო თანხის მომსახურებისთვის საჭირო თანხა დაიფარება კომპანიის მიერ);
•    მართვის მოწმობა.

ჩვენი პირობები:
•    სარეალიზაციო პროდუქცია: ჰიგიენური და სარეცხი საშუალებები;
•    პუნქტუალურობას მიენიჭება განსაკუთრებული ყურადღება.

გამოსაცდელი პერიოდის დასრულების შემდეგ გათვალისწინებულია:
•    ფიქსირებული ხელფასის ზრდა;
•    დაზღვევა;
•    საპენსიო ფონდი;
•    მრავალშვილიანებისთვის დამატებითი შეღავათები;
•    მომზადება როგორც გაყიდვებში, ასევე საფინანსო საქმეში;
•    შაბათი: სამუშაო დღე.

ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი (800 ლარი) და გამომუშავებით მიღებული დანამატი (გადაჭარბებული თანხის 1.2%). დამატებითი დეტალები ცნობილი იქნება გასაუბრების პერიოდში.

ყურადღება:
•    კანდიდატი უნდა იყოს ფიზიკურად ჯანმრთელი. კანდიდატმა, საჭიროების შემთხვევაში, უნდა შეძლოს 10-დან 20 კგ-მდე პროდუქციის გადატანა მოკლე მანძილზე;
•    ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში, კანდიდატი ვალდებულია წარმოადგინოს ნასამართლეობის ცნობა და ცნობა ნარკოლოგიურიდან;
•    სასურველია საკუთარი სატვირთო ("ფორდ ტრანზიტის" ტიპის) ან მსუბუქი ავტომობილის არსებობა;
•    სასურველია 2 რეკომენდატორის არსებობა.

ავტობიოგრაფიის ფორმით გამოაგზავნეთ შემდეგი მონაცემები და შეკითხვები:
•    თქვენი სრული საკონტაქტო ინფორმაცია;
•    ოჯახური მდგომარეობა;
•    უმაღლესი განათლება (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
•    სამუშაო გამოცდილება.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2011 წლის 27 ივნისი.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის- ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის  გამზ. №32, ოთახი C 219,  ტელ: 822 29 47 11.

ბანერები