დისტრიბუტორის ვაკანსია კომპანია "Israel Cosmetic Group"
ისრაელ-საქართველოს ერთობლივი კომპანია "Israel Cosmetic Group", რომელიც 2011 წლის მაისიდან განახორციელებს (საქართველოში უკვე ცნობილი) ისრაელის "მკვდარი ზღვის" მინერალებზე დამზადებული კოსმეტიკის, ასევე სხვა მაღალი ხარისხის ნაწარმის ექსკლუზიურ იმპორტს საქართველოში, აცხადებს ვაკანსიას დისტრიბუტორის თანამდებობაზე.
წარმატებულ კადრებს მიეცემათ კარიერული ზრდის, მენეჯმენტსა და მარკეტინგში პროფესიონალიზმის ამაღლების (როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული) საშუალება. ასევე, კომპანიაში მმართველი რგოლების დაკომპლექტების მიზნით, შეირჩევა ახლადმიღებული კადრები.
ძირითადი მოთხოვნები:
• ასაკი: 18-30 წ;
• სამუშაო გამოცდილება დისტრიბუციის განხრით.
აუცილებელი პიროვნული თვისებები:
• პუნქტუალურობა;
• ზოგადი ცოდნა მარკეტინგსა და მენეჯმენტში (სასურველია);
• კომუნიკაბელურობა და დახვეწილი მეტყველება;
• კლიენტთან ურთიერთობის გამოცდილება;
• მოლაპარაკების წარმართვის უნარი;
• შრომისმოყვარე და აქტიური;
• თავაზიანი;
• პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
• პრეზენტაბელური.
აუცილებელი მოთხოვნა: მართვის მოწმობა.
სასურველია:
• საკუთარი ავტომობილი (მიენიჭება პრიორიტეტი);
• საქონლის უსაფრთხოებისთვის თანხობრივი გარანტია (მიენიჭება პრიორიტეტი).
მოვალეობები:
• პოტენციური კლიენტებისთვის კომპანიისა და პროდუქციის შესახებ სრული ინფორმაციის მიწოდება და მათთან ეფექტური ურთიერთობის დამყარება;
• კლიენტების კონსულტაცია და მათთვის პროდუქციის შეთავაზება; ახალი კლიენტების მოძიება, ასევე პოტენციური კლიენტების შესახებ ინფორმაცის მოძიება, ნებისმიერ საინფორმაციო საშუალებაზე დაყრდნობით;
• პროდუქციის შესახებ ბლიც-პრეზენტაციების ჩატარება, საჭიროების შემთხვევაში, უშუალოდ კლიენტის ტერიტორიაზე; არსებულ და ახალ კლიენტებთან გრძელვადიანი თანამშრომლობის დამყარება; ვიზიტების საშუალებით კომპანიასა და დამკვეთებს შორის მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობის ჩამოყალიბება.
ანაზღაურება: შეთანხმებით, დამოკიდებულია კადრის კომპეტენციასა და მის პოტენციალზე.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2011 წლის 7 მაისი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 219, ტელ.: 822 29 47 11.