დისტრიბუტორის ვაკანსია კომპანია "ბიზოლ ჯორჯია"-ში
კომპანია "ბიზოლ ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას დისტრიბუტორის თანამდებობაზე.
მოთხოვნები:
• უმაღლესი განათლება;
• დისტრიბუტორად ან სუპერვაიზერად მუშაობის გამოცდილება (სასურველია საავტომობილო ზეთების გაყიდვების სფეროში);
• მართვის მოწმობა;
• სამუშაოს დასაწყებად წარმოდგენილი უნდა იქნეს მინიმუმ 10.000 აშშ დოლარის ღირებულების უზრუნველყოფა (უზრუნველყოფის გარეშე განცხადებები არ განიხილება).
მოვალეობები:
• ახალი ობიექტების მოძიება, პროდუქციის პრეზენტაცია;
• არსებულ სავაჭრო ობიექტებში საქონლის განაწილება, პოზიციების განმტკიცება.
ანაზღაურება: მაღალი ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი გამომუშავებით.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2011 წლის 1 აპრილი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: 822 29 47 11.