დირექტორის თანაშემწის ვაკანსია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს ვაკანსიას იურიდიული სწავლებისა და ინფორმაციის ცენტრის დირექტორის თანაშემწის თანამდებობაზე.
ძირითადი მოვალეობები:
• იურიდიულ საკითხებზე სემინარების, კონფერენციების, მრგვალი მაგიდების და ცენტრის ეგიდით განხორცილებული ღონისძიებების ორგანიზება;
• ცენტრის დირექტორის დავალებით დამფინანსებლებთან კონტაქტი;
• ანგარიშებისა და საპროექტო წინადადებების მომზადება, როგორც ინგლისურ, ასევე ქართულ ენებზე, და დამფინანსებელთან წარდგენა;
• დაფინანსების წყაროების იდენტიფიცირება;
• ცენტრის დირექტორის დახმარება საქმიანობების გაფართოებაში და ახალი სამიზნე ჯგუფების შერჩევაში;
• საჭიროების შემთხვევაში, დოკუმენტების თარგმნა ქართულიდან ინგლისურად და ინგლისურიდან ქართულად.
ძირითადი მოთხოვნები:
• მოწესრიგებული შრომის დისციპლინა, სამუშაოს დაგეგმვის უნარი;
• გუნდური მუშაობის გამოცდილება;
• კომპიუტერთან მუშაობა;
• ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა;
• უმაღლესი იურიდიული განათლება.
საჭირო დოკუმენტები:
• განცხადება კონკურსში მონაწილოების თაობაზე;
• ავტობიოგრაფია (CV);
• დიპლომის ასლი;
• სამოტივაციო წერილი.
დოკუმენტების მიიღების ბოლო ვადაა 2010 წლის 18 ოქტომბერი, 17.00 სთ-მდე.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: (8 32) 29 47 11.