დაწყებითი კლასების და ინგლისური ენის მასწავლებლის ვაკანსია ,,ახალ ქართულ გიმნაზიაში”
საერო სკოლა "ახალი ქართული გიმნაზია", აცხადებს ვაკანსიას დაწყებითი კლასების მასწავლებლის და დაწყებით კლასებში ინგლისური ენის მასწავლებლის თანამდებობებზე.
აუცილებელი მოთხოვნები:
• უმაღლესი განათლება;
• შესაბამისი კვალიფიკაცია;
• პედაგოგიკისა და ასაკობრივი ფსიქოლოგიის მეთოდების ფლობა;
• პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება - მინიმუმ 2-3 წელი;
• კომპიუტერული უნარ-ჩვევები;
• რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
• პრეზენტაციის უნარ-ჩვევები.
აუცილებელი პიროვნული თვისებები:
• შემოქმედი, კრეატიული;
• კომუნიკაბელური;
• მზრუნველი, ყურადღებიანი;
• ინოვაციების მაძიებელი;
• პასუხისმგებლობის გრძნობა;
• ეფექტური დროის მენეჯმენტი.
მოვალეობები:
• სასწავლო პროცესის დაგეგმვა;
• გაკვეთილების ჩატარება;
• საკლასო დისციპლინის უზრუნველყოფა;
• პასუხისმგებლობის აღება მოსწავლეებზე სასწავლო პროცესის განმავლობაში;
• პოზიტიური და თბილი გარემოს შექმნა;
• მოსწავლეების მოტივირება;
• მოსწავლეების ობიექტური შეფასება;
• მშობლებთან აქტიური კავშირი;
• სხვადასხვა ღონისძიებების მოწყობა;
• ახალი იდეების გენერირება.
სამუშაო პირობები:
• 5-6 საათიანი სამუშაო დღე;
• ხელფასი 300 ლარის ოდენობით;
• ორჯერადი კვება;
• სასიამოვნო და მეგობრული ატმოსფერო სამუშაო ადგილზე.
დოკუმენტების გაგზავნის ბოლო ვადაა 2010 წლის 1 ივნისი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვისის ცენტრს,
სტიპენდიების, დასაქმებისა და დაბინავების განყოფილებას მისამართზე:
ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220,
ტელ: (8 32) 29 47 11