დაწყებითი კლასების და ინგლისური ენის მასწავლებელი ვაკანსია ,,ახალ ქართულ გიმნაზიაში”
საერო სკოლა "ახალი ქართული გიმნაზია", აცხადებს ვაკანსიას დაწყებითი კლასების მასწავლებლის და დაწყებით კლასებში ინგლისური ენის მასწავლებლის თანამდებობებზე.
აუცილებელი მოთხოვნები:
• უმაღლესი განათლება;
• შესაბამისი კვალიფიკაცია;
• პედაგოგიკისა და ასაკობრივი ფსიქოლოგიის მეთოდების ფლობა;
• პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება - მინიმუმ 2-3 წელი;
• კომპიუტერული უნარ-ჩვევები;
• რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
• პრეზენტაციის უნარ-ჩვევები.
მოვალეობები:
• სასწავლო პროცესის დაგეგმვა;
• გაკვეთილების ჩატარება;
• საკლასო დისციპლინის უზრუნველყოფა;
• პასუხისმგებლობის აღება მოსწავლეებზე სასწავლო პროცესის განმავლობაში;
• პოზიტიური და თბილი გარემოს შექმნა;
• მოსწავლეების მოტივირება;
• მოსწავლეების ობიექტური შეფასება;
• მშობლებთან აქტიური კავშირი;
• სხვადასხვა ღონისძიებების მოწყობა;
• ახალი იდეების გენერირება.
სამუშაო პირობები:
• 5-6 საათიანი სამუშაო დღე;
• ხელფასი 300 ლარის ოდენობით;
• ორჯერადი კვება;
• სასიამოვნო და მეგობრული ატმოსფერო სამუშაო ადგილზე.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2010 წლის 1 ივნისი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ: (8 32) 29 47 11