დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის სპეციალისტის თანამდებობა
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო აცხადებს კონკურსს დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის სპეციალისტის პოზიციაზე.
დეპარტამენტი: დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტი.
განყოფილება: საქმის წარმოების განყოფილება.
თანამდებობა: სპეციალისტი.
სამუშაო განაკვეთი: სრული.
საშტატო ერთეული: 1.
შრომითი ანაზღაურება: 550 ლარი.
ადგილმდებარეობა: ქუთაისი.
სამუშაოს აღწერა:
• დეპარტამენტში შემოსული და გასული დოკუმენტების რეგისტრაცია;
• დეპარტამენტის თანამშრომლებისათვის დოკუმენტების დროულად მიწოდება;
• შემოსული და გასული დოკუმენტების აღრიცხვა;
• დასკვნების გაცემა დადგენილი წესით;
• საფოსტო გზავნილების მომზადება-გაგზავნის უზრუნველყოფა;
• საარქივო დოკუმენტების დამუშავება, აღრიცხვა და გაცემა;
• მონაცემების ელექტრონულ პროგრამაში შეტანა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
საგანმანათლებლო ხარისხი: ბაკალავრი;
სამუშაო გამოცდილება: ერთი წელი საკანცელარიო კუთხით;
საოფისე პროგრამების ცოდნა.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
• სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
• გაწონასწორებულობა;
• კომუნიკაბელურობა;
• გუნდური მუშაობის უნარი.
სამართლებრივი აქტები:
• საჯარო სამართლის იურიდიული პირის, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დებულება;
• დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის დებულება.
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს, რომელსაც აქვს შესაბამისი განათლება, ფლობს სახელმწიფო ენას და აკმაყოფილებს ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის მოთხოვნებს.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატებმა კონკრეტული ვაკანტური თანამდებობის მითითებით (წინააღმდეგ შემთხვევაში, განცხადება არ განიხილება), 2012 წლის 5 მარტის ჩათვლით, უნდა გამოაგზავნონ აპლიკაცია და სამოტივაციო წერილი.
კონკურსში მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ ის კანდიდატი, რომელიც კომისიის მიერ შესაბამისად იქნება (აპლიკაციების გადარჩევის საფუძველზე) მიჩნეული საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან მიმართებაში. კონკურსის ჩატარების ზუსტი დროისა და თარიღის შესახებ კანდიდატებს ეცნობებათ დამატებით. კონკურსი ჩატარდება გასაუბრების ფორმით.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის დასაქმებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: 822 29 47 11.