ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

დასაქმების ფორუმის კვირეული თბილისსა და ბათუმში

მაისში ”დასაქმების სააგენტო ეიჩ არი” მართავს დასაქმების ფორუმის კვირეულს თბილისსა და ბათუმში. ფორუმზე წარმოდგენილი იქნებიან საქართველოში მოქმედი ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიები, რომელთა წარმომადგენლები აპლიკანტებს პირისპირ გაესაუბრებიან.

მესამე და მეოთხე კურსის სტუდენტებს გეძლევათ შანსი კომპანიებს გააცნოთ საკუთარი თავი და დაიწყოთ თქვენთვის სასურველი კარიერის შექმნა. ასევე დასაქმების სააგენტო „ეიჩარი“ ქმნის რეზიუმეების ბაზას და აწვდის მას კომპანიებს, რომელიც შემდგომ გამოყენებული იქნება ახალი ვაკანსიების შემთხვევაში. ამისათვის გთხოვთ, დამამთავრებელი კურსის სტუდენტებმა მიბმული აპლიკაციის ფორმა შეავსოთ და გამოაგზავნოთ25 მაისამდე. შემდეგ მეილზე: cvjobfair@hr.ge     
   
გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურის ველში მიუთითოთ თქვენი უნივერსიტეტის და ფაკულტეტის დასახელება.

ღონისძიების თარიღი, ადგილმდებარეობა:
21 მაისი, 12 საათი, თბილისი, სასტუმრო ქორთიარდ მარიოტი (თავისუფლების მოედანი 4)
25 მაისი, პარასკევი, 12 საათი, ბათუმი, სასტუმრო რედისონი

დაინტერსესები შემთხვევაში მოგვწერეთ careers@ilaiuni.edu.ge და მოგაწვდით სააპლიკაციო ფორმას.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის დასაქმებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220,  ტელ.: 822 29 47 11.

ბანერები