ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

დასაქმების ფორუმი ს.ს. "ნიკორა”-ში

ს.ს. "ნიკორა”ატარებს დასაქმების ფორუმს 2011 წლის 12 მაისს, 16:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე, სასტუმრო ამბასადორში შემდეგ ვაკანსიებზე:

•    დირექტორი;  კატეგორიის მენეჯერი; ანალიტიკოსი; პროექტის მენეჯერი; 1C-ის ოპერატორი; მაღაზიის მენეჯერი; დარბაზის ადმინისტრატორი.

დასაქმების ფორუმში მონაწილეობის მიღება შეუძლია შესაბამისი განათლების, გამოცდილებისა და უნარის მქონე ყველა მსურველს.

კანდიდატებმა აუცილებლად უნდა იქონიონ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და რამოდენიმე რეზიუმე (CV).

ვაკანსიები:
1.    დირექტორი


ძირითადი მოთხოვნები:
•    უმაღლესი განათლება;
•    ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
•    უცხო ენების სრულყოფილად ცოდნა (ინგლისური, რუსული);
•    საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
•    გადაწყვეტილების მიღების უნარი; გუნდური მუშაობის უნარი;
•    გაწონასწორებულობა; შრომისმოყვარეობა; კომუნიკაბელურობა;
•    ანალიტიკური აზროვნების უნარი; პასუხისმგებლობის გრძნობა;
•    ობიექტურობა, პატიოსნება, პრინციპულობა.

2.    კატეგორიის მენეჯერი

ძირითადი მოთხოვნები:

•    უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების დარგში;
•    აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის 3 წლიანი გამოცდილება;
•    უცხო ენების ცოდნა (ინგლისური, რუსული); საოფისე პროგრამების ცოდნა.
       საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
•    გაწონასწორებულობა; შრომისმოყვარეობა; კომუნიკაბელურობა;
•    დეტალებზე ორიენტირება; მოლაპარაკების წარმოების უნარი;
•    პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
    
3.    ანალიტიკოსი

ძირითადი მოთხოვნები:

•    უმაღლესი განათლება (სასურველია ეკონომიკურ დარგში);
•    მონაცემთა ბაზაში მუშაობის უნარი; კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
•    ყურადღებიანობა; ციფრებთან მუშაობის უნარი; ანალიზის წერის უნარი.

4.    პროექტის მენეჯერი

ძირითადი მოთხოვნები:
•    უმაღლესი განათლება(სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების დარგში);
•    უცხო ენების ცოდნა (ინგლისური, რუსული); საოფისე პროგრამების ცოდნა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
•    მოლაპარაკების, დარწმუნების, ლოგიკური აზროვნების და დაგეგმვის უნარი.

5.    ოპერატორი 1C

ძირითადი მოთხოვნები:

•    1C -ს დანერგვა ნიკორას საფირმო მაღაზიებში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
•    კომპიუტერთან მუშაობის გამოცდილება (მინიმუმ: MS-Word, Excel).
სასურველია:
•    1C პროგრამის ცოდნა; საინფორმაციო ტექნოლოგიებში მუშაობის გამოცდილება 6 თვე-1წელი; ოპერატორად მუშაობის გამოცდილება;
•    საბუღალტრო სააღრიცხვო პროგრამების ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
•    პასუხისმგებლობა; კომუნიკაბელურობა; მოსმენის უნარი;
•    ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი; გუნდური მუშაობის უნარი.

6.    მაღაზიის მენეჯერი

ძირითადი მოთხოვნები:

•    უმაღლესი განათლება;
•    სასურველია იგივე სფეროში მუშაობის გამოცდილება;
•    საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
•    პერსონალის მართვის და კონტროლის უნარი; მომხმარებელზე ორიენტირებულობა;
•    დროის რაციონალურად განაწილების და კომუნიკაციის უნარი;
•    პასუხისმგებლობის გრძნობა;
•    ლიდერის უნარ-ჩვევები; გუნდური მუშაობის უნარი;
•    სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი.

7.    დარბაზის ადმინისტრატორი

ძირითადი მოთხოვნები:

•    უმაღლესი განათლება;
•    მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
•    პერსონალის მართვის და კონტროლის უნარი; პასუხისმგებლობის გრძნობა;
•    დროის რაციონალურად განაწილების და კომუნიკაციის უნარი;
•    ლიდერის უნარ-ჩვევები; გუნდური მუშაობის უნარი;
•    სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის  გამზ. №32, ოთახი C 219,  ტელ.: 822 29 47 11
.

კვების პროდუქტების მწარმოებელი ლიდერი კომპანია ს.ს. “ნიკორა” თორმეტი წელია წარმატებით მოღვაწეობს საქართველოს საკვები პროდუქტების ბაზარზე.

ს.ს. “ნიკორა” არის მომხმარებელზე ორიენტირებული კომპანია, რომლის პრიორიტეტულ საკითხად ითვლება უახლესი ტექნოლოგიების დანერგვა-განვითარება. კომპანიის მთავარი ამოცანაა შემდგომი განვითარება სოციალური პასუხისმგებლობის, პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობისა და მომხმარებლისადმი ერთგულების საკითხში.

ბანერები