ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

დასაქმების ფორუმი სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასში

2011 წლის 8 აპრილს  ტარდება დასაქმების ფორუმი მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელობით (სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასში).

დასაქმების ფორუმი ტარდება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული კონსულტირებისა და დასაქმების პროექტის ფარგლებში. პროექტის მიზანია დასაქმების ხელშეწყობა მთელი საქართველოს მასშტაბით. პროექტის ფარგლებში თბილისში, ბათუმში, ფოთში, ქუთაისში, გორში, თელავში და ახალციხეში შექმნილი დასაქმების ცენტრები რეგულარულად არეგისტრირებენ სამუშაოს მაძიებლებს, ეხმარებიან მათ პროფესიულ ორიენტაციაში, აცნობენ შრომის ბაზარზე არსებულ პერსპექტივებს, დამსაქმებლის მოთხოვნებს, უზრუნველყოფენ პროფესიული გადამზადების კურსებით, ამისამართებენ დამსაქმებლებთან. ცენტრების მომსახურება უფასოა და მათი საქმიანობის უმთავრესი მიზანია, გაადვილდეს კონტაქტი დამსაქმებლებსა და სამუშაოს მაძიებლებს შორის და გაიზარდოს დასაქმების შესაძლებლობები.

ფორუმზე წარმოდგენილი იქნება მომსახურების სფეროში მომუშავე კომპანიების ფართო სპექტრი: ბანკები, სადაზღვევო კომპანიები, ტელეკომუნიკაციის სფეროს წარმომადგენლები, ნავთობ-პროდუქტების რეალიზატორები, სასტუმროები, რესტორნები, ტურ-ოპერატორები, ფარმაცევტული პროდუქციის დისტრიბუტორები, სუპერმარკეტების ქსელები და სხვა. მოწვეული იქნებიან სხვადასხვა კვალიფიკაციის სამუშაოს მაძიებლები. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, მომზადებული ხალხი მოვიწვიოთ ფორუმზე, რომელთაც ექნებათ მონაწილე კომპანიების ჩამონათვალი, წარმოდგენა ექნებათ, რა მოთხოვნები აქვთ კომპანიებს და წინასწარ ორიენტრიებულები იქნებიან იმის შესახებ, ვის შეიძლება გაესაუბრონ და შესთავაზონ საკუთარი თავი.  ფორუმზე უწყვეტ რეჟიმში იმუშავებს ჩვენი ოფისი, რომელიც დაეხმარება სამუშაოს მაძიებლებს ორიენტრირებაში და სასურველ დამსაქმებელთან დაკონტაქტებაში.

ღონისძიებაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გააგზავნოთ თქვენი რეზიუმე ან შევსებული სააპლიკაციო ფორმა შემდეგი ელ-ფოსტის მისამართზე: akakushadze@iomgeorgia.ge.

აპლიკაციის ფორმა: იხილეთ ბმული.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 219,  ტელ.: 822 29 47 11.

ბანერები