ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

დარაჯის ვაკანსია სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში

სამოქალაქო რეესტრის სააგენტო აცხადებს დარაჯის ვაკანსიას.

ძირითადი ფუნქციები და პასუხისმგებლობები:

•    სააგენტოს შენობის შიგნით წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის უზრუნველყოფა;
•    სააგენტოს შენობის გარე პერიმეტრის დაცვის უზრუნველყოფა;
•    სააგენტოს ტერიტორიაზე განთავსებული სააგენტოს კუთვნილი ავტომობილების გარეშე ხელყოფისაგან დაცვის უზრუნველყოფა;
•    შესაძლებლობების ფარგლებში სააგენტოს შენობაში შემოსული მოქალაქეებისათვის პირველადი კონსულტაციის გაწევის უზრუნველყოფა;
•    სააგენტოს შენობიდან შესაბამისი ნებართვის (საშვის) გარეშე მყოფ მოქალაქეთა დაუყოვნებლივ გაყვანის უზრუნველყოფა, ამის შესახებ განყოფილების უფროსისთვის მოხსენების გაკეთება;
•    სააგენტოს შენობაში დანაშაულისა და სხვა სახის სამართალდარღვევათა აღკვეთის და თავიდან აცილების უზრუნველყოფა, ამის შესახებ განყოფილების უფროსისთვის მოხსენების გაკეთება;
•    სააგენტოში სამუშაო საათების დასრულების შემდეგ საათში ერთხელ  სააგენტოს შენობის ყველა სართულზე სამუშაო ოთახების გარეგანი დათვალიერების უზრუნველყოფა;
•    მორიგეობის დღის ბოლოს სააგენტოს შენობაში არსებული მდგომარეობის შესახებ განყოფილების უფროსთან მოხსენების გაკეთება;
•    განყოფილების უფროსის სიტყვიერი მითითებებისა და დავალებების შესრულება.

საკონკურსო მოთხოვნები:
•    დაცვის სფეროში მუშაობის მინიმუმ -წლიანი გამოცდილება;
•    სასურველია უმაღლესი განათლება.

შრომის ანაზღაურება (ხელზე ასაღები): 379 ლარი.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2011 წლის 3 ივლისი.


დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის  გამზ. №32, ოთახი C 219,  ტელ.: 832 29 47 11.

ბანერები