დამლაგებლის ვაკანსია შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოში
შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო/შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისი სამხრეთ კავკასიაში აცხადებს ვაკანსიას დამლაგებლის თანამდებობაზე თბილისში.
სამუშაოს ზოგადი დახასიათება: ოფისის დამლაგებელი ვალდებულია ყოველდღიურად შეინარჩუნოს ოფისი სუფთა მდგომარეობაში.
მოვალეობები:
• იატაკების და ხალიჩების მტვერსასრუტით ყოველდღიურად დასუფთავება, მოხვეტა;
• ჭურჭლის დარეცხვა, მაცივრის, გაზქურის და მიკროტალღური ღუმელის რეგულარული გაწმენდა;
• სარკეების და მინების გაწმენდა, ავეჯის გასუფთავება და გაპრიალება;
• ტუალეტების ყოველდღიური გაწმენდა და დეზინფიცირება;
• აბაზანის აქსესუარების და ჰიგიენური მოხმარების საგნების გამოცვლა და ადგილზე საკმარისი რაოდენობის უზრუნველყოფა;
• სანაგვე ურნებიდან ნაგვის შეგროვება და გადაყრა;
• სახეხი, საწმენდი და მადეზინფექცირებელი საშუალებების სპეციალურ ადგილას შენახვა, მოვლა-პატრონობა, ასევე, ადმინისტრაციის დროულად ინფორმირება საჭირო შესყიდვების შესახებ;
• ადმინისტრაციის დაუყოვნებლივ ინფორმირება დაზიანებული ფანჯრების, ონკანების, მილების გაჟონვის ან სხვა ნებისმიერი სახის აღმოჩენილი დაზიანების შესახებ;
• სხვა მსგავსი დავალებების შესრულება ადმინისტრაციის მითითებების შესაბამისად.
სამუშაო საათები: შეთანხმებით.
აუცილებელი კვალიფიკაცია:
• საშუალო განათლება;
• სასურველია ინგლისური ენის სალაპარაკო დონეზე ცოდნა;
• დამლაგებლად მუშაობის გამოცდილება;
• მოწესრიგებული, მარჯვე, დისციპლინირებული და მაღალი პასუხისმგებლობის მქონე.
რეზიუმეს და სარეკომენდაციო წერილის გაგზავნის ბოლო ვადაა 2011 წლის 15 ნოემბერი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის №32, ოთახი №C219 ტელ.: 229 47 11.