ცხელი ხაზის ოპერატორის ვაკანსია სამედიცინო დაზღვევის ჯგუფში სს "არქიმედეს გლობალ ჯორჯია"
სამედიცინო დაზღვევის ჯგუფი სს "არქიმედეს გლობალ ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას ცხელი ხაზის ოპერატორის თანამდებობაზე.
სამუშაოს აღწერილობა, ძირითადი მოვალეობები:
• შემომავალ ზარებზე რეაგირება;
• ხარჯების გაწევაზე შეტყობინებისა და გაცემული ნებართვის რეგისტრაცია სისტემაში;
• დაზღვეულებთან დარეკვა და ინფორმაციის მიწოდება;
• მიმართვის შემთხვევაში, დაზღვეულისათვის დაზღვევით სარგებლობის შესახებ სრული ინფორმაციის მიწოდება.
სავალდებულო მოთხოვნები:
• უმაღლესი სამედიცინო განათლება;
• საოფისე პროგრამების ცოდნა;
• რუსული და ინგლისური ენის ცოდნა სრულყოფილად;
• კომუნიკაბელურობა;
• საუბრის დამაჯერებლად წარმართვის უნარი;
• არასტანდარტულ სიტუაციებში იმპროვიზაციისა და გამოსავლის პოვნის უნარი;
• გამართულად მეტყველების უნარი.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2011 წლის 8 ივლისი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 219, ტელ.: 832 29 47 11.