ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

Citadines Apart'Hotel-ის ვაკანსია გაყიდვების სპეციალისტის თანამდებობაზე

"Citadines Tbilisi Freedom Square" აცხადებს კონკურსს გაყიდვების სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
• უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
• მინიმუმ ორწლიანი მუშაობის გამოცდილება მონათესავე სფეროში;
• სავალდებულოა ქართული, ინგლისური და რუსული ენების სრულფასოვანი ცოდნა (წერა და მეტყველება);
• საერთაშორისო კომუნიკაციისა და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
• დამოუკიდებლად და გუნდში მუშაობის უნარი;
• სამუშაოს შესრულებისას ვადების დაცვის უნარი;
• პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
• ენერგიულობა;
• ორგანიზებულობა და მაღალი მოტივაცია.

ძირითადი მოვალეობები:
• სასტუმროს სექტორისათვის გაყიდვების გეგმის შემუშავება/მომზადება;
• გაყიდვების პროგრამებისა და სხვა შესაბამისი პროექტების დაგეგმვა, განხორციელება და ხელმძღვანელობა;
• ახალი კლიენტების მოძიება და მათთან თანამშრომლობა;
• გაყიდვების მონიტორინგი;
• სასტუმროს გაყიდვების განყოფილების მომსახურე პერსონალის საქმიანობის მონიტორინგი;
• გაყიდვების გაუმჯობესებისათვის ახალი გზების ძიება;
• ინფორმაციის უწყვეტი ძიება კონკურენტუნარიანი გარემოს შესახებ.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გააგზავნეთ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე tbilisi@citadines.com არაუგვიანეს 2009 წლის 17 დეკემბრისა. გთხოვთ, ელექტრონული წერილის "თემის" გრაფაში მიუთითოთ პოზიცია, რომლის დაკავებისთვისაც აგზავნით განაცხადს.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ
უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა სამსახურს მისამართზე:
ქ. ჩოლოყაშვილის 5, ოთახი 333,
ტელ: 877 23 77 18
(ილ. ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შენობა)

ბანერები