ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

ციფრული კრეატიული სააგენტო „ლივინგსტონის“ ვაკანსიები

ვაკანსიები სტუდენტებისთვის

კრეატიული სააგენტო „ლივინგსტონი“ აცხადებს შემდეგ ვაკანსიებს:

დაინტერესებულმა პირებმა გაგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელმისამართზე: hr@leavingstone.com

სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

სააგენტოს შესახებ:

„ლივინგსტონი" დამოუკიდებელი ციფრული კრეატიული სარეკლამო სააგენტოა, რომელიც თბილისში 2010 წელს დაარსდა. სააგენტოს საქმიანობა მოიცავს შემოქმედებითი კამპანიების შექმნას, ვებდიზაინს, ვებ და მობილური აპლიკაციების განვითარებას, ბრენდინგს, სარეკლამო ანალიტიკას და სოციალურ მედიას. „

ლივინგსტონი" ერთ-ერთი წამყვანი სარეკლამო სააგენტოა კავკასიის რეგიონში და 90-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს.

„ლივინგსტონი" ემსახურება როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო ბაზრის ბიზნესის ბრენდებს.

2014 წლის ოქტომბერში სააგენტო Google-ის პირველი ოფიციალური პარტნიორი გახდა ამიერკავკასიაში.

2016 წლის სექტემბერში „ლივინგსტონი" საუკეთესო ქართულ სააგენტოდ აღიარეს "Ad Black Sea" ფესტივალზე.

2015 წელს„ლივინგსტონი" პირველი ქართული სარეკლამო სააგენტო გახდა, რომელმაც ბრინჯაოს ლომი დაიმსახურა „ლუდი 34"-ის ქეისის წარდგენით. შემდეგ წელს მან კვლავ ბრინჯაოს ლომი დაიმსახურა „ლუდი ოლდ აირიშ"-ის რეკლამისათვის.

ბანერები