ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

C++ პროგრამისტის ვაკანსია კომპანია "ნოვა ტექნოლოჯი"-ში

კომპანია "ნოვა ტექნოლოჯი" აცხადებს ვაკანსიას C++ პროგრამისტის პოზიციაზე თბილისში.

ძირითადი მოთხოვნები:
•    უმაღლესი განათლება (კომპ. მეცნიერებები, ინფორმატიკა, ფიზიკა-მათემატიკა);
•    პროგრამირების ენების ცოდნა: C/C++
•    მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
•    მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება მსგავს სფეროში;
•    ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (მინიმუმ საშუალო დონე).

პიროვნული თვისებები:
•    დისციპლინირებულობა, ორგანიზებულობა და მოქნილობა;
•    დროის განაწილების უნარი;
•    პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
•    როგორც ინდივიდუალური, ასევე გუნდური მუშაობის უნარი;
•    გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
•    კომუნიკაციის უნარი.

ძირითადი მოვალეობები:
•    კომპანიის მოთხოვნებიდან გამომდინარე საჭირო პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა;
•    კომპანიაში არსებული პროგრამული უზრუნველყოფის მხარდაჭერა/განვითარება.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2010 წლის 25 დეკემბერი.


დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის  გამზ. №32, ოთახი C 220,  ტელ.: 822 29 47 11.

ბანერები