ბუღალტრის ვაკანსია სს-ში "ბანკი კონსტანტა"
სს "ბანკი კონსტანტა" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.
მოვალეობები:
• ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ ბანკისათვის რემონტსა და მშენებლობასთან დაკავშირებული გაწეული მომსახურების აღრიცხვა;
• რემონტებისა და მშენებლობებისათვის შეძენილი მატერიალური მარაგების აღრიცხვა;
• დაუმთავრებელი კაპიტალური დაბანდებების, დანახარჯების გაანგარიშება და აღრიცხვა;
• მშენებლობასთან დაკავშირებული საბიუჯეტო გადასახადების დაანგარიშება და დეკლარირება;
• წლიური ანგარიშგების მომზადებაში მონაწილეობის მიღება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
• უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ფინანსების ან სხვა შესაბამის სფეროში;
• 3 წლიანი მუშაობის გამოცდილება შესაბამისი პროფილით;
• საგადასახადო კოდექსის ცოდნა;
• საოფისე კომპიუტერული და ბუღალტრული პროგრამების ცოდნა;
• ექსტრემალურ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
• მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2011 წლის 15 ივლისი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 219, ტელ.: 832 29 47 11.