ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

ბუღალტრის ვაკანსია შ.პ.ს. ,,მობიტელი”-ში

შ.პ.ს. "მობიტელი" აცხადებს კონკურსს ბუღალტრის ვაკანსიაზე, სახელშეკრულებო პირობებით, საგამოცდო პერიოდის განმავლობაში, ხოლო საგამოცდო ვადის შემდეგ ძირითადი საშტატო განრიგით.

თანამდებობრივი მოვალეობები:
•    ბუღალტრული დოკუმენტაციის (ოპერაციების) დამუშავება და ასახვა პროგრამებში;
•    სასაწყობე, სადილერო, ფინანსური პროგრამების შედეგების დამუშავება, კონტროლი და ანალიზი;
•    საინვენტარიზაციო მასალების შედგენა-დამუშავება;
•    საგადასახადო დოკუმენტაციის წარდგენისთვის მასალების მომზადება, დამუშავება და შედარება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
•    უმაღლესი განათლება;
•    მთავარ ბუღალტრად/ბუღალტრად, აუდიტორად ან ბიზნეს-კონსულტანტად მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
•    საგადასახადო კოდექსთან მუშაობის გამოცდილება;
•    სასურველია ფლობდეს საბუღალტრო სასერთიფიკატო პროგრამების სერთიფიკატს;
•    ქთული ენის სრულყოფილი ცოდნა; რუსული ენის (წერითი, სასაუბრო) ცოდნა;
•    კომპიუტერულ და საბუღალტრო პროგრამებში მუშაობის გამოცდილება (Word, Excel, Oris, 1С).

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2010 წლის 24 სექტემბერი.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: (8 32) 29 47 11.

ბანერები