ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

ბუღალტრის ვაკანსია შპს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედო"-ში

"კრედო" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტერის პოზიციაზე სათაო ოფისში.

ჩვენ გთავაზობთ:
•    პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
•    სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
•    ინოვაციებზე ორიენტირებულ გარემოში მუშაობის შესაძლებლობას;
•    სტაბილურობას.

ძირითადი პასუხისმგებლობა:
•    ფილიალებიდან მოწოდებული ინფორმაციის გადამოწმება, შეცდომების თავიდან აცილების მიზნით;
•    ბუღალტრული ანგარიშების დეტალური შემოწმება;
•    სპეციალური რეპორტების მომზადება მთავარი ბუღალტრის მიერ დადგენილ ვადებში;
•    შიდა საბაზისო სისტემაში სათანადო ინფორმაციის შეყვანა;
•    ფილიალის ბუღალტრის მიერ მომზადებული ხელფასების უწყისების გადამოწმება;
•    ფიქსირებული აქტივების ფილიალებში გადამისამართების კონტროლი (შესყიდვები, გადარიცხვები, ჩამოწერები, გაყიდვები, ცვეთა);
•    ფილიალების ბუღალტრების მიერ გამოგზავნილი ყოველი თვის ბოლოს მომზადებული რეპორტების შემოწმება და პასუხისმგებლობის აღება მათ სისწორეზე;
•    საკონტროლო ცხრილების მომზადება მთავარი ბუღალტრისთვის;
•    იდეების და ინციატივების მიწოდება ორგანიზაციის ბუღალტრული პროცედურების გაუმჯობესებისათვის.

აუცილებელი მოთხოვნები:
•    საბუღალტრო სტანდარტების კარგი ცოდნა;
•    ანალიტიკური აზროვნების უნარი და დეტალების მიმართ ყურადღებიანობა;
•    საგადასახადო კოდექსის საბაზისო ცოდნა;
•    მოტივირებული, ინოვაციებზე ორიენტირებული;
•    სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
•    პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
•    კომპიუტერის, განსაკუთრებით MS Excel-ის კარგი ცოდნა;
•    ინგლისური და რუსული ენების ცოდნა განიხილება, როგორც პრიორიტეტი;
•    კანდიდატები განიხილებიან სამუშაო გამოცდილების არქონის შემთხვევაშიც.

განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2011 წლის 16 მაისი.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის  გამზ. №32, ოთახი C 219,  ტელ: 822 29 47 11

დაინტერესებულმა პირებმა შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა ქართულ ან ინგლისურ ენაზე: http://credo.ge/hr/application.php. "ვაკანტური პოზიციის დასახელება/ფილიალი"-ის ველში აირჩიეთ თქვენთვის სასურველი ვაკანტური პოზიცია


შენიშვნა: მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს დაენიშნებათ გასაუბრება. არასრული განცხადებები არ განიხილება.
შპს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედო" (კრედო) არის მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, რომელიც წარმატებით ფუნქციონირებს საქართველოს 10 რეგიონში.

მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მთავარი მიზნებია საქართველოში მცირე და მიკრო ბიზნესების განვითარება და გაფართოება მიკრო სესხების გაცემით. "კრედო" სწრაფად ზრდადი ორგანიზაციაა, რომელიც აძლევს თავის თანამშრომლებს კარიერული განვითარებისა და პიროვნული ზრდის საშუალებას.

ბანერები