ბუღალტრის ვაკანსია შპს "ლუქსლაით ჯორჯიაში"
შპს "ლუქსლაით ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის თანამდებობაზე.
სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
• უმაღლესი განათლება ეკონომიკის სფეროში (საბუღალტრო ან ფინანსური განხრით);
• საგადასახადო აღრიცხვის, კანონმდებლობის და სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტების სრულყოფილი ცოდნა;
• ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების უმაღლეს დონეზე ცოდნა;
• მინიმუმ 1- წლიანი მუშაობის გამოცდილება ბუღალტრის პოზიციაზე;
• სააღრიცხვო პროგრამა "1C" ბუღალტერიის სრულყოფილი ცოდნა;
• ორგანიზებული;
• კომუნიკაციის/გუნდური მუშაობის უნარი;
• ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
• პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და საქმისადმი ერთგულება.
ძირითადი მოვალეობები:
• ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება;
• ყოველთვიური და წლიური ფინანსური ანგარიშგებების მომზადება;
• სასაქონლო მარაგების აღრიცხვა;
• საგადასახადო დეკლარირება;
• რეპორტინგისათვის პირველადი ინფორმაციის მომზადება;
• საბუღალტრო დოკუმენტაციის წარმოება და კონტროლი.
ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის განათლებისა და გამოცდილების შესაბამისად.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2011 წლის 22 ივლისი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 219, ტელ.: 832 29 47 11.