ბუღალტრის ვაკანსია კომპანია "Winart"-ში
მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯრების მწარმოებელი კომპანია "Winart" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.
ანაზღაურება: გამოცდილებიდან გამომდინარე.
სქესი: მდედრობითი.
ასაკი: 25-დან 35 წლამდე.
პროფესიული მოთხოვნები/გამოცდილება:
• უმაღლესი განათლება;
• ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
• ბუღალტრულ პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;
• ქართული საგადასახადო კანონმდებლობის საფუძვლიანი ცოდნა;
• სასურველია უცხო ენის (ინგლისურის) ცოდნა;
• კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
• ბუღალტრად მუშაობის 1-2 წლიანი გამოცდილება.
უნარ-ჩვევები:
• მოწესრიგებულობა და ორგანიზაციული უნარ-ჩვევები;
• შრომისმოყვარეობა;
• პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
• საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2011 წლის 27 მაისი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 219, ტელ.: 822 29 47 11.