ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

ბუღალტრის ვაკანსია კომპანია "ტელკო სისტემში"

კომპიუტერული და ქსელური ტექნოლოგიების კომპანია "ტელკო სისტემს" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის თანამდებობაზე და ეძებს ახალგაზრდა, კომუნიკაბელურ, ენერგიულ, შედეგებზე ორიენტირებულ და გამოცდილების მქონე კანდიდატს.
საქმიანობის აღწერა: საბუღალტრო გატარებები, აღრიცხვა, ფორმები, ანგარიშსწორება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
•    სრული უმაღლესი განათლება ფინანსების ან ეკონომიკის განხრით;
•    ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
•    მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის კარგი ცოდნა;
•    Oris-ის და MS Office პროგრამების ცოდნა;
•    დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი.

სამუშაო პირობები:
•    სამუშაო დრო: სრული განაკვეთი;
•    ხელფასი: 800-1,000 ლარი (ხელფასის ოდენობა დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციასა და გამოცდილებაზე).

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2010 წლის 14 დეკემბერი.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის  გამზ. №32, ოთახი C 220,  ტელ.: 822 29 47 11.

ბანერები