ბუღალტრის ვაკანსია კომპანია ს.ს. "ნიკორა"-ში
ს.ს. "ნიკორა" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის თანამდებობაზე. კვების პროდუქტების მწარმოებელი ლიდერი კომპანია ს.ს. "ნიკორა" თერთმეტი წელია წარმატებით მოღვაწეობს საქართველოს საკვები პროდუქტების ბაზარზე. "ნიკორა" არის მომხმარებელზე ორიენტირებული კომპანია, რომლის პრიორიტეტულ საკითხად ითვლება უახლესი ტექნოლოგიების დანერგვა-განვითარება. კომპანიის მთავარი ამოცანაა შემდგომი განვითარება სოციალური პასუხისმგებლობის, პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობისა და მომხმარებლისადმი ერთგულების საკითხში.
ძირითადი მოთხოვნები:
• უმაღლესი განათლება (სასურველია ეკონომიკის დარგში);
• აღნიშნულ სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
• საბუღალტრო პროგრამების ცოდნა (სასურველია "1C"-ს ცოდნა);
• საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
• გუნდური მუშაობის უნარი;
• ადამიანებთან ინდივიდუალურად მიდგომის უნარი;
• დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
• პასუხისმგებლობის გრძნობა;
• ანალიტიკური აზროვნება;
• გაწონასწორებულობა;
• შრომისმოყვარეობა.
დაინტერესების შემთხვევაში უნდა გააგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტის მისამართზე. აუცილებელია მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება წერილის სათაურში და ასევე, თქვენთვის მისაღები მინიმალური ხელფასის ოდენობა (ლარებში).
კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად:
I - რეზიუმეების გადარჩევა;
II - ტესტირება;
III - გასაუბრება.
მხოლოდ დადებითი პასუხის შემთხვევაში დავუკავშირდებით შემდეგ ეტაპზე გასულ კანდიდატებს.
განაცხადის გაგზავნის ბოლო ვადაა 2011 წლის 20 იანვარი.
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: 822 29 47 11.