ბუღალტრის ვაკანსია კომპანია ,,ბიდიოში”
"ბიდიო", წამყვანი აუდიტური და საკონსულტაციო კომპანია, აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის თანამდებობაზე (სრული განაკვეთით, საგამოცდო პერიოდით).
მოვალეობები:
• ბუღალტრული გატარებების წარმოება პირველადი დოკუმენტების საფუძველზე;
• საგადასახადო დეკლარაციების მომზადება;
• სამუშაოს აღწერილობით განსაზღვრული მოვალეობების შესრულება;
• მენეჯერის მიერ დავალებული ყველა საკითხის დროულად და ხარისხიანად შესრულება.
ძირითადი მოთხოვნები:
• უმაღლესი განათლება ეკონომიკის სფეროში (სასურველია საბუღალტრო ან ფინანსური განხრით);
• ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
• საგადასახადო კოდექსის ცოდნა;
• ფინანსური აღრიცხვის ცოდნა;
• სასურველია საბუღალტრო პროგრამების ცოდნა (ინფო, ორისი და სხვა);
• სასურველია ACCA-ში სწავლა;
• კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
• ინგლისური და რუსული ენების ცოდნა თავისუფლად: წერა, კითხვა და საუბარი (სასურველია ბიზნეს ინგლისურის კარგად ცოდნა);
• დროის ეფექტურად მართვის უნარი;
• ზეპირი და წერითი კომუნიკაციის უნარი;
• გუნდური მუშაობის უნარი;
• ანალიტიკური აზროვნების უნარი;
• აქტიური, მოწესრიგებული, თვითგანვითარებაზე ორიენტირებული, პასუხისმგებლიანი;
• კომპანიასთნ ერთად მუდმივად განვითარებისა და ზრდის სურვილი.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2010 წლის 20 მაისი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ: (8 32) 29 47 11
აპლიკაციის ფორმა