ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

ბუღალტრის ვაკანსია "ბრიტანულ-ქართული აკადემიაში"

"ბრიტანულ-ქართული აკადემია" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის თანამდებობაზე.

ფუნქციები და მოვალეობები:

•    ფინანსური დოკუმენტების მიღება, გაანალიზება და შესაბამისი დამუშავება;
•    ყოველდღიური სამეურნეო ოპერაციების წარმოება საბიუჯეტო ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ ნორმატიული აქტების შესაბამისად;
•    საბუღალტრო ჩანაწერების გაკეთება და ანგარიშგება ბუღალტრული სტანდარტების მიხედვით;
•    საგადასახადო დეკლარაციების წარმოება და წარდგენა შესაბამის ორგანოში, კანონმდებლობით დადგენილი წესით და ვადებში;
•    საგადასახადო აქტივებისა და ვალდებულებების აღრიცხვა და კონტროლი;
•    საბანკო გადარიცხვების განხორციელება;
•    მენეჯმენტისთვის ყოველთვიური რეპორტების მომზადება.

ძირითადი მოთხოვნები:
•    უმაღლესი ეკონომიკური/ფინანსური განათლება;
•    დამატებითი სერტიფიცირებული კვალიფიკაცია ბუღალტერიაში;
•     მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება ბუღალტრის თანამდებობაზე;
•    საქართველოს საგადასახადო კოდექსის ცოდნა;
•    საბუღალტრო პროგრამასთან "Oris Accounting" მუშაობის გამოცდილება.

დამატებითი მოთხოვნები:
•    ძლიერი ანალიტიკური აზროვნება;
•    ორგანიზებული მუშაობის უნარი; პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
•    დისციპლინირებულობა და პუნქტუალობა;
•    სასურველია ინგლისური ენის ცოდნა.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2010 წლის 20 სექტემბერი.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: (8 32) 29 47 11.

ბანერები