ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

ბუღალტრის ვაკანსია

დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: კლასიკა - ორგანიზაციის გვერდი
გამოქვეყნდა: 31 ივლ / ბოლო ვადა: 20 აგვისტო

კომპანიას "კლასიკა" ესაჭიროება სასიამოვნო გარეგნობის ახალგაზრდები ბუღალტრის ვაკანსიაზე. კანდიდატების არჩევა მოხდება გასაუბრებისა და ტესტირების საფუძველზე. გასაუბრება ჩატარდება 2 ეტაპად.

 ხელფასი: 400-700 ლარი, ბონუსების გათვალისწინებით. კომპანია ითვალისწინებს ხელფასისა და პროფესიულ ზრდას.

 აუცილებელი მოთხოვნები:
•    ანალიტიკური და მათემატიკური უნარ-ჩვევები;
•    "ექსელის" კარგად ცოდნა (ჩატარდება ტესტირება "ექსელში")
•    ლიდერული და კომუნიკაბელური უნარ-ჩვევები;
•    საბუთებთან მუშაობის ცოდნა;
•    უმაღლესი განათლება;
•    ერთ-ერთი საბუღალტრო პროგრამის ცოდნა.
•    უცხო ენის ცოდნა (სასურველია; უპირატესობა მიენიჭებათ ინგლისური ენის მცოდნეებს);
•    ერთ ადგილზე ბუღალტრად მუშაობის 2- წლიანი უწყვეტი სტაჟი (აუცილებელი პირობა);
•    რეკომენდაცია წინა სამსახურიდან (მიიღება კომპანიის პირველი პირის რეკომენდაცია, სახელი, გვარი, ორგანიზაციის ტელეფონი და რეკომენდატორის მობილური).

 ამ მოთხოვნების გათვალისწინების გარეშე გამოგზავნილი განაცხადები არ განიხილება.

 მოვალეობები:
•    საბუღალტრო დოკუმენტაციის აღრიცხვა და წარმოება;
•    პრაისთან მუშაობა და ნაშთების კონტროლი;
•    სხვა ვალდებულებები საქმიანობიდან გამომდინარე.

გასაუბრებისა და ტესტირების საფუძველზე არჩეული კანდიდატები გაივლიან ორკვირიან უფასო ტრენინგებს. ეტაპის გავლის შემთხვევაში გაუფორმდებათ ხელშეკრულება და გაივლიან ერთ თვიან სტაჟირება-სწავლების ეტაპს ხელფასით 300 ლარი. ერთთვიანი სტაჟირება-სწავლების შემდეგ დაინიშნებიან შესაბამის პოზიციაზე კვალიფიკაციის, უნარ-ჩვევებისა და ცოდნის მიხედვით. დაენიშნებათ ხელფასი 400-700 ლარი საქმიდან გამომდინარე.

სამუშაო გრაფიკი: სრული, კვირაში 5 დღე, 10:30-დან 20:00 საათამდე; 2 დასვენების დღე.
გათვალისწინებულია მსუბუქი ლანჩი კომპანიის ხარჯზე.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა სასურველია მოგვაწოდონ CV, აუცილებლად 3x4 ზომის სურათთან ერთად, მისამართზე: თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზირი 14ბ, ან გამოაგზავნონ ელ. ფოსტით მისამართზე: contact@classica.com.ge არა უგვიანეს 2012 წლის 20 აგვისტოსი.

ორივე შემთხვევაში, სურათის გარეშე CV არ განიხილება. არჩევისას უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს, რომლებიც ადგილზე, პირადად წარმოადგენენ საკუთარ CV-ს.

ტელეფონით არანაირი ინფორმაცია არ გაიცემა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, მობრძანდეთ მისამართზე: თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზირი 14ბ.

ბანერები