ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

ბუღალტრის თანამდებობა

"გაა ჰოლდინგი" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის თანამდებობაზე.

 სამუშაო ადგილი: თბილისი.
 სამუშაო განაკვეთი: სრული.

 მოვალეობები:
•    საბუღალტრო აღრიცხვის, სალაროს, საბანკო და სხვა მიმდინარე ოპერაციების წარმოება;
•    საბუღალტრო დოკუმენტაციის წარმოება და კონტროლი;
•    ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირობების შესრულების კონტროლი;
•    ფინანსური ანგარიშგების (ანალიზის) მომზადება და წარდგენა მენეჯმენტისათვის.

 ძირითადი მოთხოვნები:

•    უმაღლესი განათლება საბუღალტრო, ფინანსურ ან ეკონომიკის სხვა სფეროში;
•    ბუღალტრის თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება;
•    საბუღალტრო პროგრამა "სუპერფინის" სრულყოფილი ცოდნა (პრაქტიკული გამოცდილება);
•    საოფისე პროგრამების (Excel, Word) სათანადო ცოდნა;
•    საქართველოს საგადასახადო კოდექსის საფუძვლიანი ცოდნა; სიახლეების და ცვლილებების დროულად მოპოვების უნარი;
•    სასურველია ACCA-ის საკვალიფიკაციო სერტიფიკატის ფლობა;
•    სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.

 პიროვნული თვისებები:

•    პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
•    ანალიტიკური აზროვნება;
•    დეტალებისადმი ყურადღებიანი;
•    დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
•    პრობლემების დანახვის, ანალიზისა და მათი გადაჭრის გზების მოძიების უნარი;
•    აქტიური, შრომისმოყვარე, ორგანიზებული და კომუნიკაბელური.

განაცხადის გაგზავნის ბოლო ვადაა 2012 წლის 7 მარტი.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის დასაქმებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220,  ტელ.: 822 29 47 11.

ბანერები