ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

ბუღალტრის, გაყიდვების, შესყიდვებისა და ოფის მენეჯერის თანამდებობები პოლიგრაფიულ საწარმო ეტიკეტში

პოლიგრაფიული საწარმო "ეტიკეტი" აცხადებს ვაკანსიას შემდეგ თანამდებობებზე:

1. ბუღალტერი

მოვალეობები:
•    სამეურნეო ოპერაციების წარმოება და აღრიცხვა;
•    საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და სასაქონლო ზედნადებების წარმოება;
•    საგადასახადო დეკლარაციების წარმოება.

მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

•    განათლება სპეციალობით;
•    მინიმუმ 2 წელი ბუღალტრად მუშაობის გამოცდილება;
•    საბუღალტრო და საოფისე კომპიუტერულ პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება.

2. გაყიდვების მენეჯერი

მოვალეობები:

•    გაყიდვების დაგეგმარება და განხორციელება;
•    შეკვეთის ხარჯის, ფასის, ჩაბარების ვადის, გადახდის პირობების განსაზღვრა და კონტროლი;
•    კლიენტების მომსახურეობა.

მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
•    უმაღლესი განათლება ეკონომიკის სფეროში;
•    მსგავს თანამდებობაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
•    კომუნიკაბელურობა, აზრის ზეპირი და წერილობით გადმოცემის კარგი უნარი, მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
•    ანალიტიკური აზროვნება;
•    ინგლისური ენის და საოფისე პროგრამების ცოდნა.

3. შესყიდვების მენეჯერი

მოვალეობები:
•    შესყიდვების დაგეგმვა;
•    მომწოდებელთა ბაზის შექმნა;
•    შესყიდვების წარმოება;
•    საწყობის ოპტიმიზაცია.

მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
•    უმაღლესი განათლება ეკონომიკის სფეროში;
•    მსგავს თანამდებობაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
•    კომუნიკაციის და ორგანიზების კარგი უნარი;
•    მოლაპარების წარმოების უნარი;
•    ინგლისური ენის კარგი ცოდნა;
•    საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა.

4. ოფის-მენეჯერი


მოვალეობები:
•    ორგანიზაციის ინფრასტრუქტურის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
•    სატელეფონო ზარებზე პასუხი და გადამისამართება; სტუმრების მიღება.

მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

•    კომუნიკაციის და ორგანიზების კარგი უნარი;
•    ინგლისური ენის და საოფისე პროგრამების ცოდნა;
•    მინიმუმ 1 წელი მუშაობის გამოცდილება.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: 822 29 47 11.

ბანერები