ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

ბუღალტრის ასისტენტის ვაკანსია ს.ს. ”კავკაზ ცემენტი”-ში

საქართველოში არსებული სამშენებლო მასალების მწარმოებელი კომპანია ს.ს. "კავკაზ ცემენტი" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის ასისტენტის თანამდებობაზე.

შერჩეული კანდიდატი იმუშავებს ფინანსური მენეჯერის ხელმძღვანელობის ქვეშ. სასურველია რომ კანდიდატს ჰქონდეს მწარმოებელ კომპანიაში მუშაობის გამოცდილება, უნდა იყოს მოტივირებული და ჰქონდეს კომპანიასთან ერთად პროფესიულად გაზრდის სურვილი.

ანაზღაურება: კონკურენტული.

სამუშაო ადგილმდებარეობა: ზაჰესი.

მოვალეობები: ბუღალტრული გატარებების წარმოება პირველადი დოკუმენტების საფუძველზე.

პროფესიული მოთხოვნები/გამოცდილება:
•    უმაღლესი განათლება ეკონომიკის სფეროში (საბუღალტრო ან ფინანსური განხრით);
•    საბუღალტრო პროგრამების ცოდნა (Oris აუცილებელია);
•    ქართული საგადასახადო კოდექსის ცოდნა;
•    სამუშაო გამოცდილება;
•    კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: Windows, MS Office, Excel, Internet;
•    მაღალი პასუხისმგებლობა და საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2011 წლის 25 თებერვალი.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის  გამზ. №32, ოთახი C 220,  ტელ.: 822 29 47 11.

ბანერები