ბრენდ მენეჯერის ვაკანსია "იბერია რეფრეშმენტსი"-ში
"იბერია რეფრეშმენტსი" აცხადებს ვაკანსიას ბრენდ მენეჯერის თანამდებობაზე.
მოვალეობები:
ბრენდების მარკეტინგული სტრატეგია:
• მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება;
• სტრატეგიის მიხედვით ბიუჯეტის განსაზღვრა.
მარკეტინგული აქტივობების მართვა:
• წლის სტრატეგიის მიხედვით მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა და ბიუჯეტის შედგენა;
• მარკეტინგული აქტივობების (კომუნიკაცია, აქცია და სხვა) მართვა;
• მარკეტინგული აქტივობების შემდგომი ანალიზი და ანგარიშგება.
სარეკლამო მასალები:
• სარეკლამო მასალების დიზაინის დამზადების კონტროლი;
• მარკეტინგული მასალების შეკვეთა.
გაყიდვები:
• გაყიდვების ანალიზი მარკეტინგულ აქტივობასთან მიმართებაში;
• მერჩენდაიზინგის სტანდარტების შემუშავება გაყიდვების განყოფილებასთან ერთად;
• სავაჭრო ობიექტებში მერჩენდაიზინგის სტანდარტების შესრულების კონტროლი.
პროდუქტი:
• ახალი პროდუქტის კომპონენტების (ეტიკეტი, თავსახური და სხვა) დიზაინის მესამე პირზე შეკვეთა და შესრულების კონტროლი;
• ახალი პროდუქტის კომპონენტების რაოდენობის განსაზღვრა (ეტიკეტი, თავსახური და სხვა), მესამე პირზე შეკვეთა და მოწოდების
კონტროლი;
• ახალი პროდუქტის გამოშვების კონტროლი.
დოკუმენტაციის წარმოება:
• ბუღალტერიასთან ურთიერთობა;
• ფინანსური დოკუმენტაციის და კონტრაქტების ადმინისტრირება.
მოთხოვნები:
• ინგლისური ენის კარგი ცოდნა;
• საოფისე პროგრამების ცოდნა;
• მარკეტინგის ან მარკეტინგული კვლევის სფეროში მუშობის 2 წლიანი გამოცდილება.
ხელფასი: 1,200-1,300 ლარი.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2011 წლის 14 თებერვალი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: 822 29 47 11.