ბიზნეს სესხების ოფიცრის ვაკანსია ”კორ სტანდარტ ბანკი”-ში
კორ სტანდარტ ბანკი აცხადებს მიღებას ბიზნეს სესხების ოფიცრის თანამდებობაზე თბილისში.
მოვალეობები:
• საბანკო პროდუქტების გაყიდვა;
• კლიენტებთან შეხვედრების დაგეგმვა, პრეზენტაციების მოწყობა;
• ბიზნეს სესხების დამუშავება, დამტკიცება, გაცემა;
• არსებული კლიენტების საოპერაციო მომსახურება;
• პორტფელის ზრდაზე მუდმივი ზრუნვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
• უმაღლესი განათლება;
• ბიზნეს სესხების ოფიცრად მუშაობის მინიმუმ 2 წლის გამოცდილება;
• საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ფლობა;
• ენების ცოდნა: ქართული და რუსული. ინგლისური ენის ცოდნა განიხილება, როგორც უპირატესობა.
დამატებითი მოთხოვნები:
უნარ-ჩვევები:
• მოკლე დროში მაქსიმალურად ამომწურავი ინფორმაციის ლოგიკურად და გასაგებად მიწოდების უნარი;
• დროის მენეჯმენტი;
• მოლაპარაკების წარმოების უნარი, აზრის არგუმენტირებულად გამოხატვის, დარწმუნების, ყურადღებით მოსმენის უნარი;
• ანალიზის, პრობლემის იდენტიფიკაციის და გადაჭრის უნარი; გუნდური მუშაობის უნარი;
• სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი.
პიროვნული თვისებები:
• შრომისმოყვარეობა, ენერგიულობა და დისციპლინირებულობა;
• პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
• ორგანიზებულობა, მიზანდასახულობა;
• კომუნიკაბელურობა, პრეზენტაბელურობა.
დაინტერესებულმა აპლიკანტებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:
• CV;
• ფოტოსურათი;
• დიპლომისა და სერთიფიკატის ასლები.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2011 წლის 24 მაისი 17:00 საათამდე.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 219, ტელ.: 822 29 47 11.