ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

ბექ–ოფისის მენეჯმენტი

სს საქართველოს ბანკი აცხადებს ვაკანსიას ბექ-ოფისის მოლარის თანამდებობაზე (დღის და საღამოს ცვლა).

ძირითადი მოვალეობები:

•    ნაღდი ფულის გადათვლა-ფორმირება;
•    ნაღდი ფულის ოპერაციების წარმოება;
•    ბანკომატების საბუთების ფორმირება;
•    სალაროს ოპერაციების მხარდაჭერის პროცესში წარმოქმნილი პრობლემების გამოვლენა და შესაბამისი რეაგირება;
•    პერიოდული ანგარიშგების წარმოება ხელმძღვანელის წინაშე შესასრულებელი ამოცანების შესახებ.

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
•    განათლება: უმაღლესი; სასურველია ეკონომიკა, ფინანსები, ტექნიკური სპეციალობები;
•    სამუშაო გამოცდილება: სავალდებულოა მოლარედ როგორც ეროვნულ, ასევე უცხოურ ვალუტაზე მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება.

აუცილებელი ცოდნა და უნარები:
•    კომპიუტერული საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა (Excel, Word, Project, PowerPoint, Outlook, Internet Explorer);
•    ენების ცოდნა: ქართული - თავისუფლად; სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
•    ეფექტური კომუნიკაციური უნარები: წერით და ზეპირად აზრის არგუმენტირებულად და ნათლად გამოხატვა;
•    პედანტურობა, გამოხატული ყურადღება დეტალების მიმართ, შესრულების სისწრაფე;
•    მათემატიკური უნარები, ლოგიკური აზროვნება, კარგი მეხსიერება;
•    ორგანიზებულობა; ძლიერი პასუხისმგებლობის გრძნობა; გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ სს "საქართველოს ბანკის" სააპლიკაციო ფორმა (იხილეთ დანართი) ელექტრონული ფოსტით მისამართზე: rbvacancy@bog.ge (გამოგზავნის შემთხვევაში გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება; წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მონაცემები არ განიხილება).

განაცხადების გამოგზავნის ბოლო ვადაა 6 ივლისი, 2012 წელი.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის დასაქმებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220,  ტელ.: 822 29 47 11.


ბანერები