ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

ბარათების გამავრცელებლის ვაკანსია

კომპანია "უნივერსალ ქარდ კორპორეიშენი" აცხადებს ვაკანსიებს ბარათების გამავრცელებლის ვაკანსიაზე.

დასაქმებულის მოვალეობაში შევა დაგროვებითი ტიპის, უფასო, სასაჩუქრე ბარათების გავრცელება თბილისში, საცხოვრებელ მისამართებზე. ბარათების შეთავაზებისას უნდა მოხდეს პოტენციური მომხმარებლებისათვის ბარათის უპირატესობების გაცნობა, დაინტერესების შემთხვევაში განაცხადის შევსება და ბარათის და მისი თანმხლები მასალების გადაცემა.

ანაზღაურება განისაზღვრება გავრცელებული ბარათებიდან გამომდინარე - თითო გაცემულ ბარათში 30-50 თეთრის ოდენობით.
სამუშაო გრაფიკი თავისუფალი.

შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე. დამატებითი დეტალების გაცნობა და შესწავლა მოხდება ადგილზე.   

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გააგზავნონ თავიანთი მონაცემები ელექტრონულ მისამართზე არა უგვიანეს 2010 წლის 25 აგვისტოსი.

გთხოვთ, მიუთითოთ პოზიცია, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: 822 29 47 11

ბანერები