ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

ახალგაზრდული რადიო პროექტი

რადიო "პალიტრა" (FM 103.9) აცხადებს კონკურსს სტუდენტებისთვის ახალგაზრდული რადიო პროექტის შესაქმნელად.

შერჩეული პროექტი განხორციელდება რადიო "პალიტრის" ეთერში 2012 წლის სექტემბრიდან. პროექტის ავტორი დაჯილდოვდება ფულადი პრემიით (ერთჯერადად) ან სურვილის შემთხვევაში, განხილული იქნება გადაცემის წამყვანის პოზიციაზე,

პროექტი უნდა მოიცავდეს:
•    გადაცემის სავარაუდო სახელს/სახელებს;
•    გადაცემის სრულ კონცეფციას (გადაცემის იდეის არსი, ფორმატი, სავარაუდო თემები,
•    ქრონომეტრაჟი, პერიოდულობა, ეთერში გასვლის სავარაუდო დრო);
•    პროექტის აქტუალურობის დასაბუთებას
•    უპირატესობა მიენიჭება კრეატიულ, ორიგინალურ პროექტებს.

პროექტის შერჩევა მოხდება 3 ეტაპად:
•    შერჩეული პროექტების ავტორებთან შეხვედრა
•    პროექტების განხილვა;
•     საპილოტე გადაცემის ჩაწერა.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა პროექტი უნდა გამოაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr.palitra@gmail.com 2012 წლის 2 ივლისის ჩათვლით.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის დასაქმებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220,  ტელ.: 822 29 47 11.

ბანერები