ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

ახალგაზრდა ინოვატორთა კლუბი

გაქვს ინოვაციური იდეები და არ იცი როგორ შეასხა მათ ფრთები?

ახალგაზრდა ინოვატორთა კლუბი გაძლევს საკუთარი იდეების რეალურად განხორციელების შანსს. 9 სექტემბერს, 13:00 საათზე ახალგაზრდა ინოვატორთა კლუბი აწყობს ინოვაციების ფესტივალს.

ფესტივალის მონაწილეებს საშუალება ექნებათ გაეცნონ ორგანიზაციის საქმიანობას, წარადგინონ საკუთარი იდეები და ერთად შეიმუშაონ მათი განხორციელების გზები.

წარმატებული მონაწილეები ფესტივალის ფარგლებში გაივლიან 2 დღიან ტრეინინგს პროექტის მართვაში, ლიდერობასა და დროის მენეჯმენტში.

გამოცდილი ტრენერები ისაუბრებენ გამარჯვებულის ფსიქოლოგიაზე და ზოგადად ინოვაციებსა და მათ როლზე საზოგადოების ცხოვრებაში.

ინოვაციების ფესტივალი არის შენთვის, თუ ხარ ინოვატორი!
შეხვედრის ადგილი - საქართველოს უნივერსიტეტი, მე-4 კორპუსი, 508-ე აუდიტორია

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის დასაქმებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220,  ტელ.: 822 29 47 11.

ბანერები