ავტომობილის ტექნიკური მენეჯერის ვაკანსია კომპანია "სტარადა ავტოში"
საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ავტო დილერი კომპანია - "სტრადა ავტო" - აცხადებს კონკურსს ავტომობილების ტექნიკური მენეჯერის თანამდებობაზე.
სამუშაო განაკვეთი: სრული.
სამუშაო საათები: 10.00-19.00.
სამუშაო დღეები: ორშაბათი-შაბათი.
სამუშაო ითვალისწინებს ხშირ მივლინებებს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ.
მოვალეობები:
• ავტომანქანების ტექნიკური მდგომარეობის შესწავლა;
• ავტომანქანების დახვედრა/გადაადგილება;
• სხვა ტექნიკური სახის სამუშაოები.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
• უმაღლესი განათლება (სასურველია ტექნიკური პროფილით);
• საკუთარი ავტომობილის ფლობა;
• მსგავს თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება;
• კარგად უნდა ერკვეოდეს ავტომობილებში;
• უნდა ფლობდეს მართვის მოწმობას;
• თავისუფლად უნდა ფლობდეს რუსულ ენას;
• ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება დიდ პლუსად.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2010 წლის 20 ოქტომბერი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: (8 32) 29 47 11.