ავტოგანვადების ოფიცერი
ბანკი რესპუბლიკა, სოსიეტე ჟენერალი აცხადებს ვაკანსიას ავტოგანვადების ოფიცრის პოზიციაზე
სამუშაოს დაწყების თარიღი: დაუყოვნებლივ.
ადგილმდებარეობა: თბილისი.
კონტრაქტი: ანაზღაურებადი სტაჟირება (3-6 თვე).
სამუშაოს აღწერილობა:
· ავტოგანვადების ობიექტში კლიენტის დახვედრა და ავტოგანვადების პირობების გაცნობა
· კლიენტის მონაცემების შეფასება ბანკის პროდუქტების მოთხოვნებთან მიმართებაში
· კლიენტის დარეგისტრირება მონაცემთა ბაზაში
· დოკუმენტაციის მოწესრიგება
· ყოველდღიური ანგარიშგება სათავო ოფისთან.
ძირითადი მოთხოვნები/უნარები:
· უმაღლესი განათლება ბიზნესთან დაკავშირებულ სფეროში
· ინგლისური/რუსული ენების ცოდნა
· საოფისე პროგრამების ცოდნა
· კომუნიკაბელურობა
· მაღალი პასუხისმგებლობის დონე
ამ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი CV (ფოტო სავალდებულოა) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: internship@republic.ge არა უგვიანეს 2012 წლის 15 ივლისისა. გთხოვთ პოზიციის სახელწოდება მიუთითოთ ელ-ფოსტის სათაურში. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
დავუკავშირდებით მხოლოდ წარმატებულ კანდიდატებს.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის დასაქმებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: 822 29 47 11.