ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

ასპ - ჯორჯია ვაკანსია იურისტის თანამდებობაზე

"ასპ-ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას იურისტის თანამდებობაზე.

ძირითადი მოვალეობები:

•    კომპანიის სამართლებრივი უზრუნველყოფა;
•    ყველა სახის სამართლებრივი დოკუმენტაციის შედგენა, ანალიზი;
•    ყველა ინსტანციის სასამართლოში კომპანიის ინტერესების დაცვა;
•    სახელმწიფო სტრუქტურებთან ურთიერთობა;
•    მიმდინარე საკანონმდებლო ცვლილებების კონტროლი.

ძირითადი მოთხოვნები:

•    უმაღლესი იურიდიული განათლება;
•    შესაბამის სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლის გამოცდილება;
•    ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი სერტიფიკატი სამოქალაქო ან საერთო სამართლის განხრით;
•    საგადასახადო სისტემასთან მუშაობის გამოცდილება;
•    რუსული და ინგლისური ენების სრულყოფილად ფლობა (სავალდებულოა);
•    საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
•    მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
•    კომუნიკაბელურობა;
•    პასუხისმგებლობის გრძნობა.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2012 წლის 18 თებერვალი.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის დასაქმებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: (8 32) 29 47 11.

ბანერები