ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

ასისტენტის ვაკანსია საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო აცხადებს ვაკანსიას კასპის სარეგისტრაციო სამსახურის ასისტენტის და ახალციხის სარეგისტრაციო სამსახურის შტატგარეშე მოსამსახურის პოზიციაზე.

კონკურსის ფორმა: ტესტირება და გასაუბრება.

სამუშაოს აღწერა:
უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციასთან დაკავშირებული სარეგისტრაციო განცხადებების განხილვა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, უძრავ ნივთზე უფლების წარმოშობის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების, განახლების, შეწყვეტისა და რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
•    უმაღლესი იურიდიული განათლება;
•    სახელმწიფო ენის სრულყოფილი ფლობა;
•    საოფისე კომპიუტერული პროგრამების ფლობა;
•    კომუნიკაბელურობა;
•    გუნდური მუშაობის უნარი.

საჭირო საბუთები:
•    CV ფოტოსურათით;
•    პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
•    დიპლომის ასლი.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2010 წლის 26 მაისი.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის, დასაქმების, დაბინავების და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ: (8 32) 29 47 11

ბანერები