აქციის დროებითი თანამშრომელი - პირდაპირი გაყიდვების განყოფილება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება;
ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა;
საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
ფუნქცია - მოვალეობები:
აქციის სპეციფიკიდან გამომდინარე პოტენციურ ან უკვე არსებულ კლიენტთან ეფექტური კომუნიკაცია;
დადგენილი გეგმების პირნათლად შესრულება;
კლიენტებისათვის სწორი ინფორმაციის მიწოდება და კონსულტაციის გაწევა;
აქციაში ჩართული ყველა პროდუქტის თეორიული ცოდნა;
კლიენტებთან თავაზიანი და კეთილგანწყობილი დამოკიდებულება;
უშუალო ხელმძღვანელისაგან მიღებული დავალებების დროული შესრულება.
უნარები:
ოპერატიული, აუცილებლობის შემთხვევაში დამატებითი სამუშაოს შესრულების უნარი;
მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
აქტიური;
მოტივირებული;
გაყიდვებზე ორიენტირებული;
პრეზენტაბელური.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, შეავსოთ აპლიკაცია "თიბისი" ბანკის ვებ.გვერდზე შემდეგ ბმულზე: http://vacancy.tbcbank.com.ge
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 20 თებერვალი. გთხოვთ, სრულყოფილად შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის სახელწოდება "აქციის დროებითი თანამშრომელი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.